15:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 17:12:28, 1291 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - ეს არავის შერჩება და პასუხი იქნება მკაცრი

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მიზნით ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დაანგრიეს.

„სამწუხაროდ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიზნით. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური აქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში. საქართველოს მოქალაქეების ასეთი მაღალი სტანდარტის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს ღობე, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. ეს არავის უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics