15:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 18:06:17, 1566 ნახვა

პოლიტიკა
შსს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილ, საბა კოდუასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შსს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილ, საბა კოდუასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც "ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი" შენიშნეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით", - განმარტავს შსს.

ამ დროისთვის, უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მანამდე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა. 

ამის შემდეგ კი ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "რუსთავი 2, ან ჩაასწორეთ ან არასრულწლოვანზე არასწორი ინფორმაციის გავრცეელებისთვის გიჩივლებთ."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics