10:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 16:04:25, 967 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - ივანიშვილმა დაიწყო მასიურად ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე

“ივანიშვილმა დაიწყო მასიურად ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები. ბრალს დებს ორ რამეში - დააკლეს მასთან მისატანი შავი ფული და რომ თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებსაც სურთ, რომ  ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრონ ივანიშვილის რეჟიმი.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ

“ამ ადამიანთან დაკავშირებით წარსულში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა, მათ შორის საქმე ეხებოდა ბიუჯეტიდან მიღებულ ათობით მილიონ ლარს, რაზეც იყო საუბარი, რომ კორუფციული გზებით ჰქონდა მიღებული ტენდერებით და ტენდერების გარეშე, მაგრამ მაშინ ივანიშვილის რეჟიმს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, რატომ? იმიტომ რომ მაშინ წილი მისდიოდათ, მაგრამ ახლა როდესაც ივანიშვილმა დაუთვალა და დააკლდა მასთან მისატანი შავი ფული ან ეჭვი შეეპარა მისი პოლიტიკური ოპონენტების ერთგულებაში, ახლა დაიწყო მასიურად ამ ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები, რომლისაც აღარ სჯერა. ბრალს დებს მასთან მისატან ფულში და მეორე, რომ თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებსაც სურთ, რომ  ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრონ ივანიშვილის რეჟიმი.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics