|
2022-09-08 22:04:00, 1397 ნახვა
პოლიტიკა
“სასწორზე ჩემი სიცოცხლეა” - სამუკა დარჩიამ ქვეყანა დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყანა დატოვა. ამასთან დაკავშირებით დარჩია “ექსპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში საუბრობს. დარჩია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მის მიმართ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა გახდა. “მეგობრებო, ჩემო თანამოაზრეებო და გულშემატკივრებო, სამწუხაროდ დადგა ის დღეც, როცა ამ სრულად დეგრადირებულმა არაადამინებმა საწადელს მიაღწიეს. გაუთავებელი რეპრესიების პრობლემების და მოყენებული ზიანის შემდეგ, მიწევს, რომ ქვენაყანა დავტოვო. ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორზე ჩემი სიცოცხლეა. სიცოცხლე, რომელსაც წესით პოლიცია უნდა იცავდეს, თუმცა სამწუხაროდ, სწორედ მათი მხრიდან ვიღებ მუქარებს, რომ გამაქრობენ და ჩემს გვამსაც ვერავინ იპოვის. მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამჟღავნებით, ყველანაირი ბინძური ხერხით მებრძვიან იმის გამო, რომ უსამართლობას ყოველთვის ხმამაღლა ვებრძოდი! იმედია გამიგებთ და მაპატიებთ, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე დავდექით არამარტო მე არამედ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - წერს სამუკა დარჩია. შეგახსენებთ, სამუკა დარჩიას 2022 წლის 7 მარტს, თბილისში, ანდრეა აფაქიძის ქუჩაზე პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პოლიციას საქმეზე არავინ გამოუკითხავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიება ფორმალურადაც კი არ ჩატარებულა. ამის პარალელურად, დარჩია მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა უნდა შეეწყვიტა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)