03:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 19:28:03, 1180 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას

ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, რომელიც პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენს და ამასთანავე ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანოს.

„ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, თუმცა აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვარ. უპირველესი ისაა, რომ წარმოვადგენ ხალხს და მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, ეს აშკარად პროდასავლური გზაა. მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ნებას, რაც მათი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად ვეცადო ამის შეცვლა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და ეს აშკარად ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

NPR-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომაც მუდმივად ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას.

„საქართველო არის ადგილი, სადაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. უფრო მეტიც, ეს ჩართულობა თუ არსებობდა, იმიტომ მოხდა, რომ არსებობდა ამ რეგიონში სტრატეგიული ინტერესი, რომელიც დასავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ორ ზღვას აკავშირებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ის, ვისაც საქართველო უჭირავს, კავკასიაც უჭირავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics