10:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 12:12:46, 714 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ტიტუშკების თავდასხმაზე - რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში

„რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ,  გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.

„ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.

მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა.

„ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ  სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics