23:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 10:34:08, 799 ნახვა

კომენტარი
პორტუგალიის პრეზიდენტი - ტრამპი „რუსეთის აგენტივით“ იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად „რუსეთის აგენტის“ როლს ასრულებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვს უჭერს მხარს. ამის შესახებ პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ ზაფხულის უნივერსიტეტში ახალგაზრდულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება CNN Portugal.

სოუზამ საერთაშორისო ვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან ტრამპი პოლიტიკური ლიდერობის ახალი სტილის, უფრო ემოციური და შუამავლების გარეშე პირდაპირ კონტაქტზე ორიენტირებული მაგალითი უწოდა. თუმცა, პორტუგალიის ლიდერმა აღნიშნა ძალთა გლობალური ბალანსის სახიფათო ცვლილება.

„ერთი განსაკუთრებული და რთული რამით: წამყვანი ზესახელმწიფოს ლიდერი, ობიექტურად, საბჭოთა ან რუსეთის აგენტია. ის აგენტის როლს ასრულებს“, - თქვა სოუსამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის „მეგობრობაზე, ეკონომიკურ, იდეოლოგიურ ან დოქტრინულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ალიანსი“.

„მე ვამბობ, რომ ობიექტურად, ახალი ამერიკული ხელმძღვანელობა სტრატეგიულად რუსეთის ფედერაციას უჭერს მხარს“, - თქვა მან.

სოუზამ დასძინა, რომ ახალი ამერიკული ხელმძღვანელობა „ერთი მხარის მოკავშირიდან კონფლიქტის არბიტრად გარდაიქმნა“ და არბიტრად, რომელიც მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებებს ცდილობს, უკრაინისა და ევროპის გამოკლებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics