16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 12:52:01, 896 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციის დღეს კობახიძემ ელჩები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის" განზრახვაში დაადანაშაულა

კონსტიტუციის დღეს "ქართული ოცნების? პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი ელჩები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის" განზრახვაში დაადანაშაულა

მისი მტკიცებით, გასული 7 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, ქართულ ოცნებას ჩანაწერები მასში საკუთარ თავზე არ მოურგია, თუმცა „გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა".

მან სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის“განზრახვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაში შესწორების შეტანა იყო, რაც „ძალიან რთულ პროცედურასთანაა" დაკავშირებული - საყოველთაო-სახალხო განხილვა, საზოგადოების ჩართულობა, მაღალი კვორუმი.

„ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics