12:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-23 17:27:22, 1253 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ვერ შეაშინებს ხალხს

„მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სადრაფში გადაღებული ფეიკ-ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები — ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

“შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა  და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! - დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც "რემბო" ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც "ტყეში", ან "პადვალში" დასვამენ ვიღაც გაუგონარ "სასტავს" და აბოდიალებენ რასაც უნდათ - გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!!

ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! -

არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება!!!

ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!

ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! "საიდუმლო" შეხვედრები და “უტუ-პუტუ” კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით - საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!!

4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილი

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics