|
2025-07-24 11:21:50, 2093 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს ყოველწლიური Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ESG ბანკად დასახელდა საქართველოში. “საქართველოს ბანკის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროგრესი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, გამოიხატებოდა როგორც პროგრამების მასშტაბის, ისე მათი გავლენის ზრდაში. განხორციელებული ინიციატივების შედეგად საქართველოს ბანკი ქვეყანაში ESG-ის მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა”, - ვკითხულობთ Euromoney-ს გაცნხადებაში. გამოცემის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მწვანე ინიციატივების მიმართულებით, საქართველოს ბანკმა სპეციალურად კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნა სესხი მზის პანელებისათვის. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში მოდის მსოფლიოში მიმდინარე განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის ტენდენციასთან, რაც ხაზს უსვამს ბანკის პროაქტიულ მიდგომას, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხების სკრინინგის სისტემის დანერგვას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან. სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც სტრატეგიულად თანხვედრაში მოდის მდგრადი მეურნეობის პრაქტიკებთან და პასუხობს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ეკონომიკურ საჭიროებებს. გარდა ამისა, მწვანე დაფინანსების მიზნების ინტეგრირება მენეჯმენტის ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორებში (KPIs) ნათლად უსვამს ხაზს ბანკის მიზანს – მოახდინოს მწვანე ფინანსების ინსტიტუციონალიზაცია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი არა მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას სესხების გაცემის მიმართულებით, არამედ ამკვიდრებს მდგრადობას უშუალოდ ბანკის ოპერაციულ სტრუქტურებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობისა და მდგრადი განვითარების კომპლექსურ წინსვლას. „მოხარული ვართ, რომ ESG მიმართულებით ჩვენმა მიღწევებმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს აღიარება მოიპოვა, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული ხედვის ეფექტურობას მდგრადობის მიმართულებით. საქართველოს ბანკში ESG განიხილება როგორც ბიზნესის განუყოფელი ნაწილი - მწვანე დაფინანსების ზრდა, მწვანე პროდუქტების შექმნა და ინკლუზიურობა წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიის ნაწილს. ამის ნათელი მაგალითებია უსინათლო პირებზე მორგებული სერვისები, მობილურ აპლიკაციაში ენების ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა აქტივობა, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენს ერთგულებას მდგრადობის პრინციპების მიმართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ESG მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას,“ - აცხადებს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)