03:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 16:26:24, 2327 ნახვა

მსოფლიო
სირიამ თურქეთს შიდა უსაფრთხოების მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა

სირიამ თურქეთს შიდა უსაფრთხოების მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა
სირიამ ოფიციალურად მიმართა თურქეთს სამხედრო მხარდაჭერისთვის, რათა გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც Report თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

„სირიის ხელისუფლებამ თურქეთს ოფიციალური თხოვნით მიმართა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ყველა ტერორისტული ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარების თხოვნით. ამ მოთხოვნის შესაბამისად, თურქეთი გააგრძელებს დახმარებას სირიელი სამხედროების წვრთნაში, კონსულტაციებსა და ტექნიკურ მხარდაჭერაში სირიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა დეპარტამენტმა.

განცხადების თანახმად, თურქეთის პრიორიტეტული მიზანია სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics