09:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 19:25:15, 1155 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთმა კიდევ 19 მაღალი თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.

ესტონეთმა კიდევ 19 მაღალი თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დეპარტამენტის ცნობით, სანქციების სიაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის ყოფილი უფროსი.

„ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პირობებს. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ.

ესტონეთმა საქართველოს 102 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იმ 19 პირს შორის, რომლებსაც დღეს ესტონეთმა სანქციები დაუწესა, არიან: ნინო გალუსტაშვილი, გიორგი გვარაქიძე, ალუდა ღუდუშაური, ილია ინჯია, ირაკლი ქადაგიშვილი, ანი ხუბეჟაშვილი, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, მარი ნი მეშველიანი, ვიქტორ ,,ბეტრევეჩილი, ვიქტორ ,,ბეტრევეი პაატა სალია, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შვანგირაძე, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე, სულხან თამაზაშვილი, ნათია თათიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics