2025-06-28 15:20:59, 571 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის - ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო
ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა - სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
განცხადებასთან ერთად იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ფოტოსაც ავრცელებს.
„შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო!“, - წერს ევროპარლამენტარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,