01:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 17:14:06, 700 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო.

ცნობისთვის, 25 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა I მოსმენით მიიღო. ხოლო II მოსმენით 26 ივნისს.

ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.

კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.

გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. 

ამის შესახებ მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომელთანაც კონსულტაციის საფუძველზე კანონპროექტში აღნიშნული გარდამავალი დებულება ჩაამატეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics