07:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 12:08:43, 735 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ახლა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"ჩემი აზრით, რაც ამ პროცესს აკლია და ერთიანობა რის გარშემოც უნდა იყოს არის ის, რომ პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ.

[...] [მნიშვნელოვანია რეჟიმს] ორგანიზებულ ძლიერ ძალას, რომელიც ამბობს, რომ "რაც არ უნდა რეპრესიებით მაშინო, მე მაინც ერთიანად გებრძვი და გებრძვი ნიშნავს, რომ არ გაღიარებ და ქუჩაში ვარ" - ამას უპირისპირებ თუ უპირისპირებ დაბნეულობას. ჩემი აზრით, პრობლემაა რომ ეს არ მოხდა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვიზამთ ამას, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა.

როცა გეოპოლიტიკური სურათი ლაგდება, ამ სურათს უნდა დახვდეს აქ ალტერნატივა, ჩვენს პარტნიორებს უნდა დახვდეთ რაღაც სახე პოლიტიკური ალტერნატივის, რომელზეც ისინი გააკეთებენ საყრდენს. ამიტომ, პროტესტზე არ ვგულისხმობ, რომ ან ცუდად აკეთებენ სხვები, უბრალოდ, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რა სახის, რა ფორმის, როგორი, რა სიმწვავის პროტესტი იქნება". - თქვა ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics