11:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 16:25:52, 652 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!

ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში, თანაგუნდელებთან შეხვედრისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისი თქმით, ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში, თუმცა არავის ეგონოს, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს.

„ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრი ჯაფარიძესაც იმავე სასჯელს გამოუტანენ, ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია! სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში თუ გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურა [ჯაფარიძესაც], ნიკასაც [მელიასაც] და ნიკასაც [გვარამიასაც]. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“ - მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics