11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 12:21:18, 894 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - როდესაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა და დაირღვეოდა

როდესაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა, დაირღვეოდა და თანდათანობით გაქრება ჩემი ქვეყნიდან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთის მიყოლებით ვიხილავდი პროევროპული პარტიების ლიდერების დაპატიმრებას მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ნების გამო,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ საქართველოში სიტუაცია ოდესმე ასე დამძიმდებოდა და ქვეყანა მწვავე კრიზისში აღმოჩნდებოდა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მედია მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით დასრულდებოდა და გაქრებოდა თავისუფლების, ფინანსების, ყველაფრის ნაკლებობის გამო. დღეს კი საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ იქნა არჩეული, არ იქნა არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, გადაწყვიტა ჩვენი კონსტიტუციის და უფრო მეტიც, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრად შებრუნდეს ევროპისგან, დემოკრატიისგან.

წლების განმავლობაში საქართველო ევროპულ ინტეგრაციას მისდევდა, ახორციელებდა მნიშვნელოვან რეფორმებს, იმსახურებდა მხარდაჭერას მთელ კონტინენტზე და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბოლოდროინდელი ტალღების მიუხედავად, ქართველების დაახლოებით 80% კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. დღეს კი, ამ დიდი უმრავლესობის ნება იგნორირებულია“, - განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ავტორიტარულ კანონებს იღებს და მისი მიზანია, ხალხში არსებულ პროტესტს შეეწინააღმდეგოს. ზურაბიშვილის თქმით, მზია ამაღლობელი ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის სიმბოლოდ იქცა.

„მმართველი რეჟიმი ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონმდებლობას, კრემლის სტილის ან მოსკოვში დაწერილი კანონების შემოღების ზომებს და თრგუნავს წინააღმდეგობას. 200 დღეზე მეტია ქუჩებში აქციები იმართება, დამოუკიდებელ მედია თავს ესხმიან, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და 60 აქტივისტი განაჩენს ელოდება. დღეს საქართველოში პრევენციული პატიმრობა ცხრა თვეა, რაც რუსეთში არსებულზე მეტია. ჟურნალისტი, ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სახედ, სიმბოლოდ იქცა. მას შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება არაფრისთვის, მაგრამ ყველაფრისთვის, რადგან ის იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ციხიდანაც კი. რეპრესიები, დაშინება, კონტროლი და მაინც ხალხი არ ნებდება“,- განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics