10:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 09:55:44, 732 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს

მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს, რუს ხალხს რუსეთის დღე მივულოცო. ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - აცხადებს მარკო რუბიო.

მისი თქმით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აშშ-ს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების სურვილი აქვს“.

„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics