15:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 18:34:26, 631 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემოს ფრანგი მილიარდერი ეცნობა

საქართველოში 2015 წლის „მსოფლიოს წლის მეწარმე", სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია „ალტრად ჯგუფის" დამფუძნებელი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბ "მონპელიეს" პრეზიდენტი მოჰედ ალტრადი იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა" და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი დაინტერესებულია საქართველოთი, ქვეყნის კულტურითა და ისტორიით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის მეწარმეობის სულისკვეთების თემაზე ლექციას წაიკითხავს.

„ალტრად ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, გასულ წელს 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის" წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics