20:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 16:44:21, 736 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა მოითხოვს, რომ ირანმა სრულად განაიარაღოს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. 

"ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

ხოლო ტრამპის პოსტამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ "პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა: ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული ბომბის მოპოვებას".

"სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დეტალური და მისაღები წინადადება გაუგზავნა ირანულ რეჟიმს და მათ ინტერესში შედის, რომ ამას დათანხმდნენ. მიმდინარე შეთანხმების პროცესისადმი პატივსაცემად, ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით". - დაამატა ლივიტმა. 

ტრამპის პოსტამდე გამოცემა Axios წერდა, რომ უიტკოფის ბოლო წინადადებით, ირანი შეზღუდული სახით დაბალი დონის ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს შეინარჩუნებდა. 

Axios-ის მიხედვით, ირანის მიწისქვეშა ობიექტები დროებით "უმოქმედო" გახდებოდა, ხოლო მიწისზედა ურანის განვითარების ობიექტები დროებით შეიზღუდებოდა იმ დონემდე, რაც ბირთვული რეაქტორის საწვავისთვის არის საჭირო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics