14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:42:31, 702 ნახვა

სამართალი
ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ხანძარი ლოკალიზებულია

ქავთარაძის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგეტოში განუცხადეს დაშავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, ჰიპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად „გუდვილის“ სახურავი 500 კვადრატულ მეტრზე იწვოდა და ადგილზე 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე, თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics