15:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 12:43:03, 713 ნახვა

ეკონომიკა
დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მხოლოდ საპენსიო ასაკამდე მოქალაქეებს შეეძლებათ

საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან მათ საპენსიო ასაკს უკვე მიაღწიეს.

როგორც ძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა,  კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე, თუმცა როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია,  დაგროვება გააგრძელოს.

მისივე თქმით, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა სრულად  მეუღლეს  გადეცემა.

„ასევე, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც მოქალაქე შეძლებს ეს თანხა საპენსიო ასაკამდე გამოიყენოს. ეს არის საკმაოდ დაცული მექანიზმი, გამომდინარე იქედან, რომ ამ ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი, მთავრობა ფონდის მართვაში არ და ვერ ჩაერთვება.

მეორეს მხრივ, ამ ფონდის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვარავს სახელმწიფო, ანუ, მას პარამეტრებს სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანო წარუდგენს, მოახდენს ინვესტირების პროცესის ზედამხედველობას, მონიტორინგს, იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით. აქედან გამომდინარე, გაკოტრების ან თანხის დაკარგვის რისკი არ არის. რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკები არსებობს, თუმცა ამაზეც ექნება ფონდს თავისი მექანიზმი",- განაცხადა ძიძიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics