14:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 11:09:34, 643 ნახვა

მსოფლიო
Amnesty - საქართველოში ქალი აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული გენდერული ძალადობა იზრდება

Amnesty International საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან გენდერული ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული პოლიცია ქალი აქტივისტების წინააღმდეგ სულ უფრო მეტად იყენებს გენდერული ძალადობის ფორმებს, მათ შორის, სექსისტურ შეურაცხყოფებს, სექსუალური ძალადობის მუქარებსა და უკანონო გაშიშვლებას, რაც მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებასა და დასჯას ემსახურება.

ანგარიშში წერია, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქციებზე ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული სექსისტური შეურაცხყოფისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობები მსხვერპლებისგან მიიღო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს შემთხვევები იზოლირებული არ არის და სისტემატურ ხასიათს ატარებს.

"ქართველი დემონსტრანტები საქართველოში სისტემატურად იტყობინებიან, რომ ექვემდებარებიან პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობას, მათ შორის, სექსისტურ სიტყვიერ ძალადობას, გაშიშვლებით ჩხრეკასა და ძალადობის მუქარებს. დღემდე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა და არცერთი დამნაშავე პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა. ეს შემთხვევები არ არის იზოლირებული, არამედ, როგორც ჩანს, ქართულ სამართალდამცავ სამსახურებში ძალადობისა და დაუსჯელობის უფრო ფართო კანონზომიერების ნწილს შეადგენს.

დამცირება, სექსისტური რიტორიკა და ფიზიკური ძალადობა, რომელიც საქართველოში ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ არის მიმართული, ესადაგება კრიტიკული აზრის გამომხატველი და მიმდინარე პროტესტებში მონაწილე პირების დაშინების უფრო ფართო ძალისხმევას". - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ძალადობრივ დაკავებასა და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეა საუბარი.

ორგანიზაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფაზეც ამახვილებს ყურადღებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics