21:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 18:57:25, 1048 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას

"ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას" – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჟურნალისტის კითხვაზე, მოექცევა თუ არა რუსეთი სომხეთს ისე, როგორც უკრაინას მოექცა. სომეხმა ჟურნალისტმა რუს დიპლომატს კითხვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა.

"სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარი. სომხეთი არ კრძალავს რუსულ ენას და რუსულ კულტურას, არ უზღუდავენ უფლებებს რუსებსა და მათ, ვისაც რუსულად საუბარი სურთ" – ამბობს ლავროვი" – თქვა ლავროვმა. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ცვლილებების შეტანას. 

"მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: არა, არ ვაპირებთ. ჩვენი ვალდებულებები და მიზნები ერთმანეთთან მიმართებით ფურცელზე წერია, ხელმოწერილია და რატიფიცირებულია და ეს არ შეიცვლება. ამავდროულად, არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ახლანდელი მექანიზმები და პროცედურებს შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ჩვენი ურთიერთობები ბევრი მიმართულებით ვითარდება. სომხეთი ამას არ უარყოფს და არ მგონია, საიდუმლოს გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ОДКБ-ს მუშაობით და სომხეთის ბოლო ნაბიჯები სწორედ ამის პასუხი იყო. თუმცა, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი ურთიერთობები [რუსეთთან] წინ მიიწევს და აქტიურად ვითარდება" – ამბობს მირზოიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics