11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 17:14:07, 1145 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას აღარ აპირებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას აღარ აპირებს, მისივე თქმით, თურქეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება.

"არ მაქვს განზრახვა ხელახლა დავიკავო პრეზიდენტის პოსტი ან კენჭი ვიყარო კანდიდატურაზე. ჩვენი ერთადერთი მიზანი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესებაა. თურქეთი იცვლება. მსოფლიო იცვლება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიოთ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროში იმ კონსტიტუციით, რომელიც შეიქმნა გადატრიალების დროს ძველ თურქეთში და დღემდე ინარჩუნებს პუტჩისტურ მენტალიტეტს? თურქეთს აღარ შეუძლია წინსვლა გადატრიალების მონაწილეების მიერ დაწერილი კონსტიტუციით. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელსაც წარადგენენ მოქალაქეები და არა გადატრიალების დამგეგმავები," - თქვა ერდოღანმა.

თურქთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ახალ კონსტიტუციაზე უკვე მუშაობს. მან პროცესში ჩართვისკენ ასევე ოპოზიციასაც მოუწოდა. 

"დავაყენოთ კომისიები და რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენს ხალხს წარვუდგენთ. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს," - თქვა მან.

ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნებზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ცადამდელი ან შუალედური საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის "არანაირი საჭიროება არ არსებობს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics