13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 12:16:55, 777 ნახვა

მსოფლიო
ირანის პარლამენტმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთსა და ირანს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა ორმხრივი ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმუშავებენ, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, მოსკოვში მოაწერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი 21 აპრილს მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics