13:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 10:08:31, 845 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ

საფრანგეთი, ხელს უწყობს რა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და დახმარებას უწევს კიევის რეჟიმის, სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან - ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია.

„რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics