13:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 19:18:06, 848 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერ ფრინდრიხ მერცთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძლიერი და კონსტრუქციული პოზიციისთვის.

განვიხილეთ ჩვენი გუშინდელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, ისევე როგორც დღევანდელი საუბრები ევროპელ ლიდერებთან.

ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორს შორის ერთიანობის შენარჩუნება და გამოსავლების ძიება, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ ამ ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას.

ასევე ვისაუბრეთ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე. უკვე უნდა ვფიქრობდეთ ამაზე და ნათელი გეგმა გვქონდეს, რომელიც დაგვეხმარება ნამდვილი მშვიდობის ახლა დაახლოებასა და მოგვიანებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს ყველაფერი მოხდეს. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics