21:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 15:21:18, 930 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯია მელონი - მინდა, მადლიერება გამოვხატო პაპ ლეო XIV-ს მიმართ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა პაპ ლეო XIV-ს, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა.

„საჭიროა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესი, რომელიც, ცხადია, სათანადოდ გაითვალისწინებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ერისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, პაპ ლეო XIV-ის მიმართ, რომელიც წმინდა საყდრის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად შეთავაზებით გამოვიდა“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, პაპი ლეო XIV ვატიკანის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმად შეთავაზებით გამოვიდა. ამ წინადადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და ძალიან კეთილშობილური შეთავაზება უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics