23:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 12:19:02, 637 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის მოსახლეობას რას ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების დატოვებისკენ მოუწოდა.

„აღნიშნულ პორტებს „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებს, ამიტომ მოსახლეობას პორტების დატოვებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.

„ჰუსიტების“ განცხადებით, რაკეტის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics