13:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:27:20, 856 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი „პორტა თაუერი“ შენდება

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი "პორტა თაუერი"  შენდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  დათვალიერა.

ცნობისთვის, ეს არის ერთ-ერთი ავანგარდული პროექტი და ყველაზე მაღალი სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში. მისიგანხორციელებისთვის საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით„პორტა თაუერი" მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის "პორტა თაუერის" მშენებლობა 2013 წლის ივნისშიდაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

„პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევეზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით.

გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისაგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსშიაგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტითგათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics