11:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 16:15:55, 831 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს. ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა.

„ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად და შეუქცევად ნავსაყუდლამდე მისასვლელად ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, რწმენა, წინდახედულობა და თანმიმდევრულობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics