01:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 20:06:23, 789 ნახვა

მსოფლიო
Reuters - საუდის არაბეთი ნავთობის დაბალ ფასებთან ადაპტაციისთვის მზად არის

Reuters-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის წარმომადგენლები მოკავშირეებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს აწვდიან ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი აღარ აპირებს ნავთობის ბაზრის მიწოდების დამატებითი შემცირების გზით მხარდაჭერას და მზად არის, გაუმკლავდეს ნავთობის დაბალი ფასების ხანგრძლივ პერიოდს.

როგორც წერს გამოცემა, საუდის არაბეთი ნავთობის ბაზარზე პოლიტიკის რადიკალური ცვლილებისთვის ემზადება, შესაძლოა, სამეფო გაზრდილ წარმოებაზე და საბაზრო წილის გაფართოებაზე გადავიდეს.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირები მოკავშირეებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს აწვდიან ინფორმაციას, რომ სამეფო აღარ აპირებს ნავთობის ბაზრის ხელოვნურად შენარჩუნებას მიწოდების შემცირებით და მზად არის გაუმკლავდეს ფასების ხანგრძლივ ვარდნას. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში ხუთმა ინფორმაციაზე მზრუნველმა წყარომ ისაუბრა.

საუდის მთავრობის პრესსამსახურმა ამ საკითხზე კომენტარისთვის Reuters-ის თხოვნას არ უპასუხა.

წყაროების თქმით, ერ-რიადში გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყაზახეთი და ერაყი OPEC+-ის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებლებს აჭარბებდნენ. აღნიშნული ჯგუფი ამ მიზნებს ადგენს ნავთობის ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების მიზნით.

ბოლო თვეებში საუდის არაბეთი აქტიურად მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, დაეცვათ კვოტები და გადამეტებული მიწოდება აენაზღაურებინათ. თუმცა, წყაროების განცხადებით, უკმაყოფილო ერ-რიადი ახლა ტაქტიკას ცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics