13:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:44:09, 687 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე საქართველოში შემოსული იმპორტი და ექსპორტი მცირდება

სავაჭრო-ბრუნვის წახალისებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან ძალიან აქტიურია.

მისივე თქმით, შარშან ევროკავშირთან ექსპრორტი 6%-ით გაიზარდა და მთალიანად საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში 29% მიაღწია.

„ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა, გაგვეზარდა მთალიანი ექსპორტით. პირველი ორი თვის მაჩვენებელში სავაჭრო ჯამური ბრუნვა შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზია შესწორება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჩვენს საგადასახდელო ბალანსში, ანუ მიმდინარე ვალუტის დევალვაციიდან ჩვენ ქვეყანაში შემოსული იმპორტი და ექსპორტი მცირდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ის იმედოვნებს, რომ მომავალი თვეებიდან ქვეყანას ექნება ზრდა მით უფრო როცა ლარის კურსი სტაბილურად მყარდება და შესაბამისად ამან უნდა მისცეს ქვეყანას ვაჭრობის წახალისებას.

„რაც შეეხებას ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ ჩვენ საპარტნიორო ფონდთან. აღნიშნულ ფონდში რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics