21:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 23:00:10, 681 ნახვა

სამართალი
ხმაური ზუგდიდის ბაზარში - ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

ზუგდიდში ბაზრის ყოფილი და ახალი მენეჯმენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა, მერიის ბრძანებულების თანახმად, ბაზრის შესასვლელში არსებული დახლებისა და რკინის კონსტრუქციების დაშლა დააპირეს. 

ბაზრის შესასვლელში არსებული რკინის კონსტრუქცია, რომელიც ძველმა ხელმძღვანელობამ დაამონტაჟა, მათი თქმით, კონსტრუქცია 92 ათასი ლარი დაჯდა. ისინი განმარტავენ, რომ ეს მერიასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ახალი მენეჯმენტი კი კონსტრუქციის აღებას ითხოვს, თუმცა ადგილზე მისული სამართალდამცველები მოვაჭრეებმა ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მათ მიერ დაქირავებული სავაჭრო ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურესი გამოხატვით იმუქრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics