|
2025-04-10 10:17:07, 635 ნახვა
ეკონომიკა
„ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდიტრო ნაწარმით, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელებული და ადამიანები ახალ რეალობასთან ადაპტირდებოდნენ. ალექსეი მამულაშვილმა გადაწყვიტა, ტურიზმის ბიზნესს ჩამოშორებოდა და სრულიად ახალი მიმართულებით წასულიყო, ანუ კაფე გაეხსნა. იმისათვის, რომ სექტორში გამორჩეული ყოფილიყო და უბრალოდ მორიგ სტანდარტულ კაფედ არ ჩაწერილიყო სიაში, დამფუძნებელი უნიკალურობის პრინციპზე კონცენტრირდა. უფრო კონკრეტულად, „ჭიქაში“ ვერ შეხვდებით ისეთ ყავას, რომლის დაგემოვნებასაც ნებისმიერ კაფეში შეძლებთ. სანაცვლოდ, ალექსეიმ დამატებით ყავის მოხალვის ცეხი გახსნა. ყავის ცეხშიც ყველაფერი ნულიდან დაიწყო — ჯერ მიწის ნაკვეთი იპოვეს, სადაც არაფერი იყო, შემდეგ კი თავად ააგეს შენობა, სადაც ყავის მოხალვა და დამუშავება დაიწყეს. აქვეა „ჭიქას“ საკონდიტროც მოწყობილი — გარდა ყავისა, საკონდიტრო ნაწარმიც სპეციალურად შემუშავებული რეცეპტებით მზადდება. „როგორც ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, ამ ნაწილშიც თიბისი დაგვეხმარა. სხვაგვარად ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღებას. ასევე, შევქმენით ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც მხოლოდ „ჭიქასთვის“ მუშაობს, რაც დადებითად აისახება დროის ფაქტორსა და მომსახურების ხარისხზე. შესაბამისი ფინანსური რესურსით ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც ძალიან გამართულად მუშაობს”,— ალექსეი მამულაშვილი, „ჭიქას“ დამფუძნებელი. დღეისთვის „ჭიქას“ წარმოების ყავა არა მხოლოდ მის ფილიალებში იყიდება, არამედ ალექსეი რამდენიმე ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთანაც თანამშრომლობს. ამ დროისთვის, კაფე „ჭიქა“5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება, განსხვავებული კონცეფციითა და გარემოთი.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)