23:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 12:40:59, 669 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

მას შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე და ასევე ეკა ბესელიას ბრალდებებზე კითხავენ.

როგორ ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, შეწყალების სანაცვლოდ, პატიმრისგან თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს. ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით ბესელიამ პროკურატურას უკვე მიმართა.

ელისაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და გამოძიების დაწყებას თავადაც ითხოვს, პარალელურად, ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმდინარე კვირას სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics