22:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 14:17:17, 829 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

“საერთაშორისო საბანკო სისტემა მუდმივად ვითარდება და ადაპტირდება არსებულ გამოწვევებთან, ამისათვის კი ინოვაციასა და განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. ხელოვნურმა ინტელექტმა საბანკო სექტორის ცვლილება დააჩქარა და ნათლად დაგვანახა, რომ მისი სწრაფი ზრდა ფინანსური სექტორის სწრაფ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. Global Finance-ის საუკეთესო ბანკის ჯილდო კი სწორედ იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად ცვალებად გარემოში მომხმარებლებს გამორჩეულ სერვისებს, პროდუქტებს, გრძელვადიან სტაბილურობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს სთავაზობენ“, - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში.

Global Finance-ის ჯილდოს გამოსავლენად გამომცემლობა ეყრდნობა თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას. ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: აქტივების ზრდა, გეოგრაფიულ მოცვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის ხელშეწყობა და პროდუქტის ინოვაციურობა.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად საქართველოში 2024 წელსაც დაასახელა.

„ჩვენი ძალისხმევის ცენტრი ყოველთვის იყო და იქნება მომხმარებელი. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ - შევქმნათ ახალი ან განვავითაროთ უკვე არსებული საბანკო პროდუქტები და სერვისები, რათა სრულად მოვერგოთ საქართველოს ბანკის 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics