17:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 16:42:34, 638 ნახვა

სამხედრო
ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლა გაიხსნა

ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიმბოლური ლენტი თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა გაჭრეს.

სკოლის გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ.

„ინფრასტრუქტურა დანიის შიდა გვარდიის მხარდაჭერით მოეწყო დავფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ეროვნული გვარდიის კი არა, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. სარეზერვო სამსახურზე საბოლოო კონსენსუსის მიღწევის შემდეგ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გაჩნდება ბაზალეთში, სადაც, სწორედ, დანიელების მხარდაჭერით შექმნილი ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა მინდა ვუთხრა მათ დახმარებისთვის და, რაც მთავარია, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში გაცილებით მეტი პროექტები განხორციელდება ერთდროულად“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ეროვნული გვარდიის სკოლა ორიენტირებული იქნება პირადი შემადგენლობიდან უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების მიმართულებაზე. სკოლა ასევე მოამზადებს სხვადასხვა სტრუქტურების პერსონალს ბუნებრივი კატასტროფების დროს შესაბამისი მოქმედებებისთვის.

ეროვნული გვარდიის სკოლა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით დაარსდა. სკოლის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლებლის ახლად აშენებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დღეს ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლის გახსნის გარდა სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონიალიც გაიმართა. 16 კურსდამთავრებულ ეროვნული გვარდიის ოფიცერს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გადასცეს.

კურსის განმავლობაში ოფიცრებმა დაგეგმარების პროცესი და მისი განვითარების საკითხები შეისწავლეს. სასწავლო პროგრამა ერთი კვირის განმავლობაში ესტონეთის თავდაცვის ლიგისა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის ინსტრუქტორების მიერ ხორციელდებოდა.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics