13:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 16:20:11, 603 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

ნატოს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურვის საზეიმო ცერემონიალი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

ცერემონიალის დასასრულს სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

„საჩხერის სკოლის ინსტრუქტორებმა და ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი კლასი. მომზადდა საერთაშორისო მსმენელებისგან შემდგარი კურსი, რომელზეც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. სასიხარულოა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურემ მშვიდობით და წარმატებით დაასრულა კურსი. რაც მთავარია, მათ შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც სამხედრო საქმიანობაში გამოადგებათ", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ზამთრის საბაზისო კურსი 21 თებერვალს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სწავლება NATO-ს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში (PFP) განხორციელდა. ბაკურიანში გამართულ სამთო სწავლებაში თურქეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 28 სამხედრო ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლა. მათ შორის სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშ-გადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროებმა ასევე შეისწავლეს თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics