01:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 12:18:59, 468 ნახვა

ეკონომიკა
SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუზიური წიგნები

13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომი.

ეს კამპანია “საბას” მეგობარი გამომცემლობების  - სულაკაურის გამომცემლობის, პალიტრა L-ის, ინტელექტისა და არტანუჯის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანია, “საბას” განახლებული პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება პირველი გაეცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან გამოცემებს.

ექსკლუზიური წიგნების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება და პირველ ნაკადში “საბა” პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს 5 წიგნზე შესთავაზებს ექსკლუზიურ წვდომას.  აღნიშნული წიგნების შესახებ ინფორმაციას მკითხველი 13 მარტიდან, “საბას” არხების მეშვეობით მიიღებს.

SABA Reader-ის განახლებული პრემიუმპაკეტი, ექსკლუზიური წიგნების გარდა, მკითხველს სთავაზობს შემდეგ ფუნქციებს: ერთდროულად 4 წიგნი პირად ბიბლიოთეკაში, კომენტარების სინქრონიზაცია, სწრაფი კითხვა, საკითხავი ფონტის არჩევა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ, 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით, „საბას“ ბიბლიოთეკაში 7500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics