17:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 22:03:53, 730 ნახვა

სამართალი
სტუდენტებმა სენატის შეთავაზება არ მიიღეს, მათი ნაწილი აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სენატის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, მათი ნაწილი აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი უნივერსიტეტის სენატს მათთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას და მოისმინონ სტუდენტების ულტიმატუმი. სტუდენტების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ მოხსნას კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა, თსუ-ის ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინოს დღეს მომხდარ ფაქტზე, როდესაც უნივერსიტეტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ, რაც აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტის ავტონომიის უხეში დარღვევაა და მესამე მოთხოვნაა, უნივერსიტეტი საბოლოოდ გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერებისგან, რომლებმაც უნივერსიტეტში კლანური სისტემა შექმნეს.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის სხდომა გადაიდო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აქციის მონაწილეებს სამომავლოდ სხდომაზე დასწრება შესთავაზა, რომელზედაც საუბარი იქნება კონკრეტულ კანდიდატურებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics