2025-02-14 13:54:09, 486 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თურქეთში ე.წ. საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თურქეთში ე.წ. საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება.
სეპარატისტული რეჟიმის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ავიძბამ სოხუმში მარიონეტულ რეჟიმს აცნობა, რომ თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნა შეუძლებელია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება საარჩევნო უბნის გახსნას თურქეთის ქალაქ ადაფაზარიში გეგმავდა.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 15 თებერვალს იგეგმება, ე.წ. საარჩევნო უბნები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში გაიხსნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,