2015-02-16 13:04:58, 697 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს 50-მდე რუკა ინტერნეტშია ხელმისაწვდომი
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - „ელექტრონული კარტოგრაფია“ - ფარგლებში საქართველოს რუკების ელექტრონული ასლები, მაღალი რეზოლუციით, ინტერნეტსივრცეში განთავსდა.
მე-19-მე-20 საუკუნეების მრავალფეროვანი თემატიკის რუკები, დეტალური ანოტაციებით, ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/saqartvelos-rukebi და საიტზე: https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/sets/72157650361291667
პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ეროვნული არქივის ფონდებში არსებული რუკების დიგიტალური ვერსიების შექმნას, ანოტირებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას ითვალისწინებს. საქართველოს რუკებამდე ინტერნეტსივრცეში განთავსდა კავკასიის 40-ზე მეტი რუკა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან