2016-03-07 17:07:00, 691 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4630 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4716 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6990 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7146 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან