14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 10:54:20, 530 ნახვა

სამართალი
აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ განაჩენი  საქმეზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ასევე განაჩენი გამოცხადდა  ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით დაკავებული სამი პირის მიმართაც. გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა, დავით ფილისებიას  კი 10 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.

 როგორც ცნობილია, კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი კუპრავას  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, რაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics