15:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 13:52:48, 720 ნახვა

ეკონომიკა
თემურ ჭყონია - თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურაცხმყოფელია

თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის, ეკონომისტებისა და ფინანსისტების შეხვედრა მიმდინარეობას სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ და ასევე, განიხილავენ სიტუაციის გავლენას ეკონომიკაზე.

„გაუგებრობაში ვართ, იზოლაციის დიდი რისკია და თითქმის, ვართ კიდევაც [იზოლირებულები]. ის განცხადებები, როცა საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურცხმყოფელია, რადგან, მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. როცა სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6 პროცენტი და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედოს ჩვენკენაც.

ვინ აკეთებს 6%იან გზას. ვისი ბექგრაუნდიდთ საუბრობენ, რომ მომავალი წელი ამდენი წარმატება გვექნება? ჩვენით მეგობრებო. პარლამენტი ხელფასებს იმატებს და ჩემთვის გაურკვეველია, რა ფორმულით და რატომ მოიმატეს. ჩვენ ხარჯზე — ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში. დღევანდელი მონაცემებით, ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადაწყვეტის ფორმულა“, — განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics