08:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 11:00:17, 651 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, არასამათავრობოები სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებების დასაცავად სარჩელით პირველ ინსტანციას მიმართავს. ისინი მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

ეს გადაწყვეტილება კოალიციამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციისა და რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგად მიიღო. არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ასევე მოითხოვენ შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის გიორგი მიქაუტაძის დანიშვნის პროცესი.

კოალიცია არ გამორიხავს, რომ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.

„ჩვენ მიგავჩნია, რომ მისი გათავისუფლება თავმჯდომარის პოზიციიდან იყო უკანონო და ადმინისტრაციული წესით, ამასთან დაკავშირებით ვიდავებთ სასამართლოში,“  - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics