13:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 17:40:24, 642 ნახვა

ეკონომიკა
ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა.

ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირით ადრე სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც დეტალურად გააცნეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სია)  წარმოების ახალი წესი.

აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მეწარმე სუბიექტს თეთრ სიაში მოსახვედრად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ბრუნვა. თუმცა, სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს.

დღეიდან მოქმედი ახალი წესის მიხედვით, შემოდის დამატებითი კრიტერიუმი - თეთრ სიაში შეიძლება დარეგისტრირდეს აგრეთვე ის მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სულ მცირე 30 ხელშეკრულება (მაგრამ არანაკლებ წელიწადში 5-ისა). ამგვარი ხელშეკრულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს  მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და ანგარიშსწორების შესახებ ასახული ინფორმაციით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ მეწარმეები აქტიურად გამოიყენებენ „თეთრი სიის“ ახალი წესით შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რაც ბიზნესა და ეკონომიკური განვითარებისათვის დამატებითი სტიმული იქნება.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3203619 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics