12:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:25:49, 568 ნახვა

სამხედრო
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დასრულდა. საზეიმო ცერემონიალი ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და ამერიკის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ. ერთობლივი წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ქართველ სამხედროებს ამერიკულმა მხარემ მადლობის სიგელები გადასცა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს წვრთნების დასრულება მიულოცა და ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, ჩვენი და აშშ-ს ძალიან აქტიური თანამშრომლობის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გავაგრძელოთ მუშაობა საკუთარ თავზე. დავეუფლოთ ახალ ტექნიკას, შევისწავლოთ ახალი მეთოდები, გავიგოთ ახალი სამხედრო საშუალებების შესახებ. პოლიტიკურად ამ ტიპის თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ერთმანეთთან“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics